← სიახლეებზე დაბრუნება

პრომეთეს სასწავლო გრანტი

14 ივლისი, 2026

პრომეთეს სასწავლო გრანტი

 სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ აფასებს ცოდნას, შრომასა და გამორჩეულ მიღწევებს.


🔸 ჩვენი სკოლის მოსწავლე, თინათინ სოხანეიშვილი „პრომეთეს“ სრული სასწავლო გრანტის მფლობელი გახდა, რომელიც სრულად ფარავს მისი სწავლის საფასურს.

🔸 ეს გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნუნუ ბეიტრიშვილმა, თინათინის მრავალწლიანი აკადემიური წარმატებების აღიარების ნიშნად მიიღო.

🥇თინათინი რამდენიმე წელია „ოქროს პრომეთელია“ - ყველა საგანში უმაღლესი შეფასებებით სწავლობს, სკოლის საუკეთესო ათეულში პირველ ადგილოსანია, ხოლო წელს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ქიმიაში, საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ათეულში მოხვდა. იგი ასევე საქართველოს ქიმიის ეროვნული ნაკრების სარეზერვო შემადგენლობის წევრია.

👏ვულოცავთ თინათინს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და მადლობას ვუხდით მის პედაგოგებს პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის!